აქვს თუ არა შენს მობილურ ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა?

ალბათ ხშირად გსმენია ტერმინი „eSIM“ და დაინტერესებულხარ, რამდენადაა ის ხელმისაწვდომი შენს მობილურ ტელეფონზე. დღეს ამ საკითხს Roamingo-სთან ერთად ნათელს მოვფენთ.

 

რას ნიშნავს eSIM?

 

სანამ ტელეფონის თავსებადობას შევამოწმებთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ eSIM არის ციფრული SIM-ბარათი, რომელიც ფიზიკური ბარათისგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევს, შეცვალო ოპერატორი ან დაამატო ახალი ნომერი მარტივად და სწრაფად – აპლიკაციის ან QR კოდის დახმარებით.

 

როგორ გავიგო, აქვს თუ არა ჩემს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა?

 

eSIM-ის მხარდაჭერის შემოწმება ძალიან მარტივია. ამისთვის:

 

iPhone-ის მომხმარებლებისთვის

 

  1. გახსენი Settings → Cellular (ან Mobile Data);
  2. თუ ხედავთ “Add eSIM” ან “Add Cellular Plan” – ეს მიანიშნებს, რომ ტელეფონი eSIM-ს მხარს უჭერს;
  3. ასევე შეგიძლია შეამოწმო Settings → General → About განყოფილება. თუ აქ ჩანს Digital SIM ან EID ნომერი, შენი ტელეფონი eSIM-ის თავსებადია.

 

Android-ის მომხმარებლებისთვის

 

  1. გახსენი Settings → Connections (ან Network & Internet) → SIM card manager;
  2. მოძებნე ღილაკი „Add eSIM“ ან „Add mobile plan“. ამ ღილაკის არსებობა ნიშნავს, რომ ტელეფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა;
  3. ასევე შეგიძლია გადახვიდე Settings → About Phone → SIM status. თუ აქ ჩანს EID ნომერი, შენი ტელეფონი eSIM-ის თავსებადია.

 

რომელ ტელეფონებს აქვთ eSIM-ის მხარდაჭერა?

 

eSIM ტექნოლოგია ხელმისაწვდომია თანამედროვე სმარტფონებში, მათ შორის:

 

  • iPhone XS და უფრო ახალი მოდელები
  • Samsung Galaxy S20 და ახალი მოდელები
  • Google Pixel 3 და შემდგომი მოდელები
  • Huawei-ის, Motorola-ს და სხვა პოპულარული ბრენდების ახალ მოდელებში

 

თუ შენი ტელეფონი შედარებით ახალია, დიდი შანსია, რომ eSIM მხარდაჭერა უკვე აქვს!


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს:
https://setup.roamingo.com/

და შეამოწმე თავსებადი მოწყობილობების სია!

 

რატომ Roamingo?

 

Roamingo გთავაზობს სწრაფ და მარტივ შესაძლებლობას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში eSIM-ის მეშვეობით გქონდეს წვდომა მობილურ ინტერნეტთან. დაივიწყე ფიზიკური SIM-ბარათის ყიდვა და ცვლა, გადმოწერე Roamingo-ს აპლიკაცია, აირჩიე სასურველი პაკეტი და გაიაქტიურე eSIM წამებში.

 

გაიმარტივე მოგზაურობა Roamingo-სთან ერთად!

გადმოწერე აპლიკაცია

Discover more from Roamingo blog

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading