eSIM-ის შეძენა მოგზაურობისას დაკავშირების გამოცდილებას მნიშვნელოვნად ცვლის, თუმცა მხოლოდ სწორად გამოყენების შემთხვევაში.
პირველად eSIM-ის მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც იწვევს მომხმარებლებში დისკომფორტს.
წარმოგიდგენთ ძირითად შეცდომებს ნამდვილი მომხმარებლების მაგალითებზე დაყრდნობით და მათ თავიდან აცილების გზებს.
- eSIM-ის შეძენა მოწყობილობის თავსებადობის შემოწმების გარეშე
ყველა ტელეფონი eSIM-ს არ უჭერს მხარს. მოგზაურები ხშირად გეგმავენ eSIM-ის შეძენას, თუმცა აღმოჩნდება, რომ მათი მოწყობილობა eSIM-ს არ უჭერს მხარს ან დაბლოკილია ოპერატორის მიერ.
როგორ შევამოწმოთ თავსებადობა:
iPhone-ის მომხმარებლებისთვის:
- გადადით Settings-ში
- აირჩიეთ Cellular ან Mobile Data
- მოძებნეთ Add eSIM ან Add Cellular Plan
თუ ეს ფუნქციაა ხელმისაწვდომი, თქვენი iPhone eSIM-ს უჭერს მხარს.
მნიშვნელოვანი: eSIM-ის მხარდაჭერა აქვს iPhone XS, XR და უფრო ახალ მოდელებს.
Android-ის მომხმარებლებისთვის: (Android-ის პარამეტრები მოდელის მიხედვით განსხვავდება)
- გადადით Settings-ში
- აირჩიეთ Connections ან Network & Internet
- აირჩიეთ SIM Manager ან Mobile Network
- მოძებნეთ Add eSIM ან Download SIM
თუ ეს ფუნქციაა ხელმისაწვდომი, თქვენი Android ტელეფონი eSIM-ს უჭერს მხარს.
Android-ის პოპულარული მოდელები eSIM-ის მხარდაჭერით:
- Samsung Galaxy S20 და შემდეგი მოდელები
- Google Pixel 3 და უფრო ახალი
- Huawei P40 სერია (ყველა მოდელი არა)
- Motorola Razr (2019+)
- Oppo, Sony და სხვა ბრენდები
დამატებითი ინფორმაცია მოწყობილობების თავსებადობაზე იხილეთ ამ ბმულზე.
- მონაცემების საჭირო რაოდენობის შერჩევა
მოგზაურები ხშირად არასწორად აფასებენ მონაცემების საჭირო რაოდენობას.
- ნაკლებ აქტიური მომხმარებლისთვის 3–5GB საკმარისია ორ კვირიანი მოგზუარობისთვის;
- სოციალური ქსელების და აპლიკაციების ხშირი გამოყენებისას 7–10GB;
- თუ კი მოგზაურობას ხანგრძლივად გეგმავთ სასურველია ულიმიტო ინტერნეტის შეძენა;
- პაკეტის მოქმედების ვადის უგულებელყოფა
მომხმარებლები ხშირად არ ამოწმებენ eSIM-ის მოქმედების ვადას. ზოგიერთ პაკეტს მკაცრად განსაზღვრული ვადა აქვს, მაგალითად 7 დღე, რის შემდეგაც დარჩენილი მონაცემები იკარგება, მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გამოგიყენებიათ გიგაბაიტები.
აუცილებლად გადაამოწმეთ პაკეტის მოქმედების ვადა შეძენამდე. გრძელვადიანი მოგზაურობისთვის აირჩიეთ 30-დღიანი ინტერნეტ პაკეტი
- ფასების შედარების გარეშე ზედმეტის გადახდა
თუ მოგზაურობთ რამდენიმე ქვეყანაში, რეგიონალური ან გლობალური პაკეტი ხშირად უფრო ეკონომიურია. შეადარე სხვადასხვა შეთავაზებები და აირჩიე შენს მოგზაურობაზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი.
- eSIM-ის დაგვიანებით დაყენება
ხშირად eSIM-ის დაყენებას ცდილობენ აეროპორტში Wi-Fi-ს გარეშე, რაც დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რადგან eSIM-ის დაყენებას სტაბილური ინტერნეტ-კავშირი სჭირდება.
ამიტომ შეიძინეთ ინტერნეტ პაკეტი გამგზავრებამდე და გააქტიურეთ eSIM ქვეყანაში ჩასვლისთანავე. დაიწყე ინტერნეტის გამოყენება მაშინ, როცა გჭირდება.
eSIM მოგზაურობისას მარტივი, სწრაფი და ეკონომიური გზაა ინტერნეტის დასაკავშირებლად – მთავარია, თავიდან აიცილო ზემოთ აღნიშნული შეცდომები.
Roamingo გთავაზობთ ადგილობრივ და რეგიონალურ eSIM პაკეტებს, გამჭვირვალე ფასებს და სიმარტივეს გამოყენებისას.
იმოგზაურე მარტივად. იმოგზაურე Roamingo-სთან ერთად.
