მოგზაურობის დაგეგმვისას ინტერნეტი ერთ-ერთი უმთავარი დეტალია, რისი შეძენაც წინასწარ უნდა გაითვალისწინო. სწორი ინტერნეტ პაკეტის შერჩევა კი დაზოგავს შენს დროსა და ფულს.
ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ უნდა შეარჩიო ზუსტად შენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი შენი მომდევნო მოგზაურობისთვის.
განსაზღვრე, რამდენ ინტერნეტს იყენებ
პირველ რიგში, განსაზღვრე, როგორი მოგზაური ხარ. თუ სოციალური ქსელებისთვის და მიმოწერისთვის იყენებ ინტერნეტს, შესაძლოა, მცირე მოცულობის (1GB) პაკეტი საკმარისი იყოს. თუ ვიდეო ზარები, ვიდეო-სტრიმინგი ან სხვა მონაცემების ინტენსიური გამოყენება გჭირდება, შეარჩიე უფრო დიდი მოცულობის პაკეტი (3GB ან მეტი).
შეამოწმე პაკეტის მოქმედების ვადა
ზოგიერთი პაკეტი შეიძლება ერთი კვირით, ზოგიც – 30 დღით იყოს მოქმედი. განსაზღვრე, რამდენი დღე იქნები უცხოეთში და სწორედ ამ ვადით შეარჩიე პაკეტი. გახსოვდეს, მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი მეგაბაიტები აღარ დაგრჩება. გაითვალისწინე, რომ მოქმედების ვადა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს შენი მოგზაურობის ხანგრძლივობას, რათა თავიდან აიცილო დამატებითი ხარჯები.
შეადარე ფასები და დაფარვის ზონა
ყურადღება მიაქციე, რომ პაკეტი უზრუნველყოფდეს სტაბილურ დაფარვას იმ ქვეყანაში ან რეგიონში, სადაც მოგზაურობ. არსებობს რეგიონალური და კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილი პაკეტები, რომლებიც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე გლობალური პაკეტები.
გაითვალისწინე მოხერხებულობა და გამოყენების სიმარტივე
კარგ ინტერნეტ პაკეტს უნდა ჰქონდეს მარტივი აქტივაციისა და გამოყენების სისტემა. ამ შემთხვევაში, მოსახერხებელია ისეთი აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც საშუალებას გაძლევენ ინტერნეტი წინასწარ იყიდო და მოგზაურობის დაწყებისთანავე მარტივად გაააქტიურო.
შეარჩიე მოქნილი პირობები
თუ ხშირი მოგზაური ხარ, იდეალური ვარიანტი იქნება ისეთი ინტერნეტი პაკეტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაამატო ან განაახლოო მეგაბაიტები.
როგორ დაგეხმარება Roamingo?
Roamingo გთავაზობს მრავალფეროვან და მოქნილ ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც მარტივად შეგიძლია მოარგო შენი მოგზაურობის ხანგრძლივობასა და საჭიროებებს.
შენ შეგიძლია აირჩიო სასურველი ქვეყანა ან რეგიონი, მოცულობა და პაკეტის მოქმედების პერიოდი. ამასთან, Roamingo გაძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაამატო ინტერნეტი.
აირჩიე Roamingo, იმოგზაურე კომფორტულად და დარჩი მუდმივ კავშირზე!
