მობილური ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, პლასტიკური სიმბარათებიც წარსულს ბარდება. ახლა მათ ცვლის eSIM, იგივე Embedded SIM, რომელიც მობილური მოწყობილობის ჩაშენებულ ჩიპს წარმოადგენს. ის საშუალებას გაძლევს, სმარტფონში ფიზიკური სიმბარათის გამოყენების გარეშე გააქტიურო ნომერი და ჩაერთო ქსელში.
რას ნიშნავს eSIM და როგორ მუშაობს?
eSIM არის თანამედროვე ციფრული სიმბარათი, რომელიც უშუალოდ მოწყობილობის ელექტრონულ სქემაზეა ჩაშენებული. ფიზიკური SIM-ისგან განსხვავებით, eSIM-ის გააქტიურებას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება. ამისათვის საკმარისია QR კოდი და ინტერნეტ კავშირი.
ერთ მოწყობილობაში შეგიძლია რამდენიმე eSIM ნომერი გააქტიურო და პირდაპირ ტელეფონიდან აირჩიო, რომელი ნომრით ისარგებლო. ასევე, შეგიძლია პარალელურად გქონდეს, როგორც ფიზიკური სიმბარათი, ისე დამატებითი eSIM ნომერი.
eSIM-ის უპირატესობები
eSIM-ის მრავალი უპირატესობა გააჩნია:
- მეტი სივრცე სმარტფონში: eSIM-ის გამოყენებით, სმარტფონს აღარ სჭირდება ფიზიკური სიმბარათის პორტი, რაც საშუალებას აძლევს მწარმოებლებს, მოწყობილობაში განათავსონ უფრო დიდი მოცულობის ელემენტი.
- წყალგაუმტარობა: eSIM-ის გამოყენებით მცირდება იმ ადგილების რაოდენობა, საიდანაც წყალი ან მტვერი შეიძლება შევიდეს მოწყობილობის შიგნით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას.
- მარტივი მოხმარება: eSIM-ის გააქტიურება და მართვა ძალიან მარტივია, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მოგზაურობისას, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ქვეყანაში.
რომელი მოწყობილობები უჭერენ მხარს eSIM-ს?
Apple
- iPhone 16 სერია: 16, 16 Plus, 16 Pro, 16 Pro Max
- iPhone 15 სერია: 15, 15 Plus, 15 Pro, 15 Pro Max
- iPhone 14 სერია: 14, 14 Plus, 14 Pro, 14 Pro Max
- iPhone 13 სერია: 13, 13 Mini, 13 Pro, 13 Pro Max
- iPhone 12 სერია: 12, 12 Mini, 12 Pro, 12 Pro Max
- iPhone 11 სერია: 11, 11 Pro, 11 Pro Max
- iPhone XS, XS Max, XR
- iPhone SE (2020, 2022)
Samsung
- Galaxy S სერია: S20, S21, S22, S23
- Galaxy Note სერია: Note20
- Galaxy Z სერია: Z Flip, Z Flip3, Z Flip4, Z Fold2, Z Fold3, Z Fold4
- Galaxy A სერია: A54
Huawei
- P40, P40 Pro
- Mate 40 Pro
- Pura 70 Pro
Google Pixel
- Pixel 2 (მხოლოდ Google Fi)
- Pixel 3, 3 XL, 3a, 3a XL
- Pixel 4, 4 XL, 4a
- Pixel 5, 5a
- Pixel 6, 6 Pro, 6a
- Pixel 7, 7 Pro, 7a
- Pixel 8, 8 Pro
Xiaomi
- 12T Pro
- 13, 13 Pro, 13 Lite, 13T, 13T Pro
- 14, 14 Pro, 14T, 14T Pro
- Redmi Note 13 Pro+
eSIM როუმინგის დროს
როუმინგისას eSIM საუკეთესო გამოსავალია, რადგან 190-ზე მეტ ქვეყანაში შეგიძლია სწრაფად გადაერთო ადგილობრივი ოპერატორის ქსელზე პირდაპირ ტელეფონიდან. საზღვარგარეთ ყოფნისას, აღარ მოგიწევს ფიზიკური სიმბარათის შეძენა და შეცვლა – ყველაფერი ხდება მარტივად და მომენტალურად.
რატომ Roamingo eSIM?
Roamingo eSIM გთავაზობს ყველაზე კომფორტულ და მარტივ გზას, დარჩე მუდმივ კავშირზე:
- სწრაფი და მარტივი აქტივაცია აპლიკაციიდან;
- ხელმისაწვდომობა 190-ზე მეტ ქვეყანაში;
- მოქნილობა და მაღალი ხარისხის ინტერნეტი;
გადმოწერე Roamingo-ს აპლიკაცია და დაიწყე eSIM-ით სარგებლობა უკვე დღეს!
