Roamingo-ს და Georgian Bus-ის შეთავაზება შენს მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
თუ Georgian Bus-ის ავტობუსით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიემგზავრები, ბილეთის შეძენისას, საჩუქრად იღებ ევროპის 500MB სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს, რომელიც შეგიძლია ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენო.
500MB სამოგზაურო ინტერნეტი საშუალებას გაძლევს:
- სქროლო სოციალური ქსელები რამდენიმე საათის განმავლობაში
- ატვირთო 50-დან 100-მდე ფოტო სოციალურ ქსელებში.
- 500 MB საკმარისი იქნება ასობით ელ.ფოსტის გაგზავნისა და მიღებისთვის.
- საშუალოდ, 500 MB-ით შეგიძლია რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერო სამოგზაურო ვებსაიტები, ბლოგები ან სიახლეები.
- Spotify/Apple Music: 500 MB-ით შეგიძლია 1-2 საათის განმავლობაში მოუსმინო შენს საყვარელ სიმღერებს.

როგორ მიიღო საჩუქარი?
- შეიძინე Georgian Bus-ის ბილეთი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.
- Roamingo-ს სასაჩუქრე კოდი ონლაინ ბილეთზე და Georgian bus-ის ავტობუსში დაგხვდება.
- გახსენი Roamingo-ს აპლიკაცია და პროფილის გვერდზე საჩუქრის გააქტიურების ველში ჩაწერე სასაჩუქრე კოდი.
- გაიაქტიურე eSIM ინსტრუქციის დახმარებით.
Roamingo და Georgian Bus გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!
